შს მინისტრმა საზღვრის მართვის განვითარების პროექტს მოაწერა ხელი

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 14:19

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა დღეს ხელი მოაწერეს პროექტს – „საზღვრის მართვის შესაძლებლობების განვითარება ბავრა–ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში“.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ.

პროექტის მიზანია საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში საზღვრის ინტეგრირებული მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვა, საზღვარზე ვაჭრობის, ტრანზიტისა და ადამიანების გადაადგილების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სასაზღვრო გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ტექნიკურ აღჭურვას. ასევე, იგეგმება თანამშრომლების გადამზადება, სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შემუშავება ბავრა–ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, საზღვრის ინტეგრირებული მართვის თემაზე რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა და სხვა.

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნებს და ხელს შეუწყობს მათ განხორციელებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46