პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი ცხადდება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 14:00

რეციდიული დანაშაულის პრევენციის, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად.

სასჯელის ძირითადი მიზნის ეფექტურად აღსრულების თვალსაზრისით, პრობაციის ეროვნული სააგენტო აცხადებს ტენდერს ”პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამების” განსახორციელებლად.

ტენდერის შედეგად გამოვლენილი ორგანიზაციები კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულებისათვის, 4 თვის განმავლობაში განახორციელებენ ფსიქო-სარეაბილიტაციო და სოციალური უნარების განვითარების პროგრამებს.

თითოეულ რეგიონში ჩართული იქნება 50 სრულწლოვანი და 10 არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული, რომელთა მიზნობრივი ჯგუფები რისკებისა და საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგიის გამოყენებით დაკომლექტდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე : www.probation.gov.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე : www.procurement.gov.ge.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე პირობით მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამები სისხლის სამართლის რეფორმის საკორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51