თეა სიჭინავა მომხდარის გამო შოკშია

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 13:54

თოქ-შოუ „არგუმენტების“ წამყვანი თეა სიჭინავა გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო შოკშია. მისი განცხადებით, ჭიქის გატეხვის შემდეგ არ ახსოვს, თუ რა მოხდა სტუდიაში.

„რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო მწვავე საუბარი, მაგრამ ის, რაც მოხდა ეთერში, ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ხომ ნახეთ, მწვავე კამათი რაში გადაიზარდა. რაღაც მომენტში, მას შემდეგ რაც ჭიქა გატყდა, სიმართლე გითხრათ,  ბევრი არაფერი მახსოვს“, - განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებით, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "არგუმენტებში" უმრავლესობის წარმომადგენელ კობა დავითაშვილსა და უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46