მდინარე ლიახვზე სარეგულაციო კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 13:47

საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძე ს/გზის 85 კმ-ზე მდ. ლიახვზე სარეგულაციო რკინაბეტონის კედლების მოწყობა მიმდინარეობს. სარეგულაციო კედლის დანიშნულებაა მდინარის მიმართულების რეგულირება, რათა წყალდიდობის შემთხვევაში გამორეცხვისგან დაიცვას ხიდი-ესტაკადის ბურჯები.

რკ/ბეტონის კედლის საერთო სიგრძე 315მ-ს, ხოლო სიმაღლე 5მ-ს შეადგენს. კედლის გაგრძელებზე, ორივე მხარეს ნაპირის გამაგრება ხდება ტეტრაპოდებისა და ლოდების ნაყარით (საერთო სიგრძით 170 გრძ.მ).

ამ დროისათვის მარცხენა სანაპიროზე დასასრულს უახლოვდება რკ/ბეტონისა და ბეტონის ხიმინჯების მოწყობა. მიმდინარეობს ხიმინჯების გამაერთიანებელი რკ/ ბეტონის ფილების მოწყობისა და დაბეტონების სამუშაოები. ასევე, დაწყებულია რკინაბეტონის კედლის არმირების, ყალიბების მოწყობისა და ბეტონირების სამუშაოები.

მშენებლობა დაიწყო 2012 წლის დეკემბერში და დასრულდება 2013 წლის აპრილის ბოლოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5