მათ აქვთ გეგმა, თუ ვინ დააკავონ, ვინ დაიჭირონ, ვინ სცემონ - დავით კირკიტაძე

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 13:39

ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე 11 საათზე გამოცხადდა. როგორც მან ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა,  დაკითხვის შეტყობინებაში წერია, რომ ქვემო ქართლის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.

საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღძრულია სამუშაოს მაძიებლებთან დაკავშირებით.

"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სურვილი და არც კომპეტენცია იმისა, რომ რეალურად პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ამიტომ ისინი ცდილობენ, დაბარებებით, დაკითხვებით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ საკითხებზე. მათ არა აქვთ გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, არა აქვთ გეგმა, როგორ შეუმსუბუქონ მოსახლეობას ცხოვრება. მათ აქვთ გეგმა, თუ ვინ დააკავონ, ვინ დაიჭირონ, ვინ სცემონ. აი, ეს არის სამწუხარო", - განაცხადა კირკიტაძემ.

შგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გუშინ დაიკითხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45