კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ - თემურ შაშიაშვილი

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 13:42

„თეთრების“  ლიდერის  თემურ  შაშიაშვილის  განცხადებით,  საქართველო  კატასტროფული  სიჩქარით მიექანება დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ და მიაჩნია, რომ სააკაშვილის ყოველი გამოსვლა, ნაციონალების ყოველი შეხვედრა მხარდამჭერებთან - ეს არის საზოგადოებაში მათ მიმართ 9 წლის განმავლობაში დაგროვილი ზიზღის მოქმედებაში მოყვანის დიდი სტიმული.

„როგორ შეიძლება მოაზროვნე ადამიანი, მით უფრო, პიროვნება, რომელიც თავს პრეზიდენტს უწოდებს, გამოდიოდეს ისე, როგორც სააკაშვილი ზუგდიდის საავადმყოფოში გამოვიდა. ასეთ დემაგოგიურ და დაპირისპირებაზე ორიენტირებულ გამოსვლას ოჯახის წევრებიც კი არ აპატიებენ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის სერიზული გამოწვევა“, - აცხადებს შაშიაშვილი.

"თეთრების" ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი, ქვეყნისთვის საშიში პიროვნება და ვინც თვლის,რომ მიხეილ სააკაშვილთან დიალოგი და მოლაპარაკება შეიძლება, ან იძულებულია ეს გააკეთოს უცხოეთის ზეწოლის გამო, ან საერთოდ დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა.

შაშიაშვილის თქმით, რაც დრო გადის, მით უფრო რწმუნდება, თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა, საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება

"ჩვენ მთელი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების, მსოფლიო საზოგადოებრიობის გასაგონად ვაცხადებთ – „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, მისი უცხოელი მხარდამჭერები ქვეყანაში ქმნიან უმძიმეს დაძაბულობას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს დიდი სახალხო დაპირისპირება და სისხლი. ჩვენ, კოალიცია „ერთსულოვნების“ დამფუძნებლები, სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადის დასრულების მემორანდუმზე ხელმომწერი ერთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ვიხსნით პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მის ქმედებათა გამო მოვლენების შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პარლამენტს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის პრეზიდენტობას 2013 წლის ოქტომბრამდე“, -  აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59