14 თებერვალს შეყვარებულების დღე აღინიშნება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 01:28

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — კათოლიკური დღესასწაულია, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა.

ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს და  ეროტიკულ დღესასწაულად მიიჩნეოდა ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები მათრახებით  ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. 

494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი 14 თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.

 ლეგენდის თანახმად,  მეფე კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ  მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; უბრალო მღვდელი ვალენტინი, რომელიც შემდეგ წმინდანად აღიარეს, ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა. 

1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს, არა მხოლოდ კათოლიკე ბიჭები, უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61