ავიაკომპანია flydubai-ს საშუალოდ თვეში 1 ახალი მიმართულება ემატება

ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2013 - 00:33

ავიაკომპანია flydubai-ს, რომლის  ავიაპარკი 28 ბოინგ 737-800 მოდელის თვითმფრინავისგან შედგება,  წელს კიდევ  6 ახალი თვითმფრინავი დაემატება. წლის ბოლომდე flydubai-ს ავიაპარკს 34 თვითმფრინავი ეყოლება, 2016 წლის ბოლომდე კი -50.  წელსვე flydubai-ს უკვე 2 ახალი მიმართულება მალე, მალდივები და ჰაილი, საუდის არაბეთი დაემატა, ხოლო  მარტიდან თვიდან  flydubai-ს ქსელს პაკისტანის 2 ქალაქი - მულტანი და სიალკოტი დაემატება.

 ავიაკომპანია კვირაში 1000-ზე მეტ რეისს ასრულებს  31 ქვეყნის 52 ქალაქში.

 2012 წელს ავიაკომპანიის ქსელს 9 ახალი მიმართულება დაემატა: ბაღდადი, ბასრა და ნაჯაფი (ერაყი), ტაბუკი და ტაიფი (საუდის არაბეთი), ბიშკეკი (ყირგიზეთი), სანა (იემენი), ბუქარესტი(რუმინეთი), სკოპიე (მაკედონია). Flydubai-მ დუბაი 31 ისეთ მიმართულებას დააკავშირა, სადაც მანამდე არცერთი ადგილობრივი ავიაკომპანია არ დაფრინავდა ან პირდაპირ რეისს არ ასრულებდა.

ავიაკომპანიის ქსელს საშუალოდ თვეში 1 ახალი მიმართულება ემატება, ხოლო  2010 წლიდან დღემდე მიმართულებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. გასულ წელს  Flydubai-ს მგზავრთა რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით 63%-ით, ხოლო მთლიანად ყველა ავიაკომპანიის 21%-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით 72%-ით, ხოლო მთლიანად ყველა ავიაკომპანიის 28%-ით გაიზარდა.

2012 წელს ავიაკომპანია 5,1 მლნ მგზავრს, ხოლო საერთოდ 10,4 მლნ მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანიის პერსონალი 1585 თანამშრომლისგან შედგება, აქედან 350 პილოტი და 600 ეკიპაჟის წევრია,  ავიაკომპანიაში დასაქმების სურვილით 80 000-ზე მეტი განაცხადია შემოსული.

2008 წელს ფერნბოროს ავიაშოუზე flydubai-მ 50 თვითმფრინავის შეკვეთა განახორციელა. შეკვეთის საბოლოო შესრულების ვადაა 2016 წელი.

ფინანსური მაჩვენებლების მხრივ, კომპანიის  2012 წლის მთლიანმა შემოსავალმა  2,778 მლნ. დირჰამი (756 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო  სუფთა მოგებამ 151.9 მლნ. დირჰამი (41.4 მლნ. აშშ დოლარი) შეადგინა, EBITDAR (ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორი): მთლიანი შემოსავლის 24%-ია, რაც სტაბილურობის მანიშნებელ ტრენდს წარმოადგენს

ავიაკომპანიამ ინვესტირება თანამშრომლების ტრენინგებზე გააკეთა: (2012 წლის მაისში გაიხსნა აკრედიტირებული ბოინგ 737-ის და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრი).

კომპანიის მთავარი სტრატეგიაა დუბაის მთავრობის მხარდაჭერით,  ქალაქ დუბაის ავიაციის ცენტრად ჩამოყალიბებასა და რეგიონში წამყვანი პოზიციის შენარჩუნებაა, ასევე ახალი მიმართულებების მოძიება და ათვისება ინდოეთის სუბკონტინენტზე, სპარსეთის ყურის, დსთ-ს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში,  ახალი მიმართულებების ათვისება დუბაიდან 5 საათის საფრენ მანძილზე,  გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46