ქალ მსჯავრდებულების ზეწოლაში მხილებული თანამშრომლების საქმეები პროკურატურას გადაეგზავნა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 20:16

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების #5 ქალთა, ნახევრად ღია და დახურული  ტიპის დაწესებულების განყოფილების უფროსი გიორგი ფიფია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი გიორგი როდონაია, 2010-2012 წლების პერიოდში სისტემატიურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალ მსჯავრდებულებს, ახდენდნენ მათზე ძალადობას და ზოგადად არღვევდნენ მსჯავრდებულთა უფლებებს.

ამავდროულად, ფიფია და როდონაია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ხშირად უნახავთ არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც დასტურდება #5 დაწესებულების 5 მსჯავრდებული ქალბატონის ახსნა-განმარტებით.

გიორგი ფიფიას და გიორგი როდონაიას მიმართ გამოყენებული იქნა უმკაცრესი ზომა - სისტემის ორგანოდან დათხოვნა, ხოლო მათი პირადი საქმეები გადაეგზავნა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46