გაქრისტიანებულ ავღანელ გოგონას დეპორტაციის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელის

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 19:48

19 წლის  ავღანელ  გოგონას,  რომელმაც  რუსეთში  ქრისტიანობა მიიღო, დეპორტაციის შემთხვევაში, შარიათის კანონის მიხედვით, სამშობლოში  სიკვდილით დასჯა ელის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ. 

რუია ივაზ ალი მშობლებთან და ძმასთან ერთად ავღანეთიდან წამოვიდა და რუსეთში არალეგალურად ცხოვრობდა. გოგონამ ღამის სკოლაში სიარული და რუსული ენის შესწავლა დაიწყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან გადაწყვეტილება მიიღო, სარწმუნოება შეეცვალა და ქრისტიანი გამხდარიყო.

 ამ დროისთვის რუი რუსეთის მიგრანტების საპატიმროში იმყოფება და დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელის. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46