მადლობა ევროპას, რომ შეძლო დაენახებინა ჩვენთვის უკეთესი გზა - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 19:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მონაწილეები მიიღო. მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული  სამეზობლო პოლიტიკის  საკითხებში შტეფან ფულე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 შეხვედრის მონაწილეებმა თბილისში გამართული არაფორმალური მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში არსებული პროგრესი და ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ქ.ვილნიუსში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებელი საკითხები.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში ჩართული ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ევროპული დემოკრატიული ფასეულობების გაზიარების მნიშვნელობას.

„აქ წარმოდგენილ ქვეყნებს კარგად ესმით, თუ სად არის რეალური ფასეულობები. ყველა ქვეყნის მოსახლეობა ისწრაფვის უკეთესობისკენ, მადლობა ევროპას, რომ შეძლო დაენახებინა ჩვენთვის უკეთესი გზა, საითკენაც სიამოვნებით მივისწრაფვით“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრის დასასრულს პრემიერმა მადლობა გადაუხადა არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39