დაკითხვიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა სოცაგენტებს ბოდიში მოუხადა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 18:01

ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, მასთან ერთად დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, 2 000 სოციალური აგენტი დაიკითხა.

"ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არ ფიქრობს დასაქმებაზე. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იფიქრებს ჩვეულებრივ ხალხზე და მათ დასაქმებაზე", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მერაბიშვილმა ასევე სოცაგენტებს, რომლებიც გამოძიებამ დაკითხა, ბოდიში მოუხადა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანს ვანო მერაბიშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გამოძიებას კითხვები დასაქმების პროგრამასთან მიმართებაში ჰქონდა, რომელიც მისი ინიციატივით 2012 წლის ივლისიდან ამოქმედდა.

მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში დათქმულ დროს, 16:00 საათზე მივიდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46