თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 18:06

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს. ზურაბ აგლაძე აკადემიის ოფიცრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარუდგინეს.

„ის არის გამოცდილი კადრი, რომელიც კარგად გაართმევს თავს იმ მიზანს, რაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიად გადაქცევას გულისხმობს. მისი ხედვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას ემთხვევა, ჩვენ გვინდა რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დაგვეხმაროს განათლებული, მოაზროვნე ოფიცერთა კორპუსის აღზრდაში“ - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.

ახალი რექტორი აკადემიის კურსდამთავრებულია. მას უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში, 2005-06 წლებში კი სწავლობდა აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში. აშშ-სა და საბერძნეთში გავლილი აქვს ქვეით ოფიცერთა ძირითადი, რეინჯერთა წვრთნის და სამშვიდობო ოპერაციების კურსები. 1998-2009 წლებში ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა დროს იყო საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეით ბრიგადის, სახმელეთო ძალების მეთაური. 2007 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ერაყში, კოალიციური ძალების შტაბბინაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44