კონსტანტინე კუბლაშვილი: იმედი მაქვს, ვენეციის კომისია ჩვენს შენიშვნებს გაიზიარებს

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 17:10


სამართლებრივი არგუმენტები რომ ეს საკითხი ასე გადაწყდეს, არ არსებობს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიიჩნევს რომ სასამართლო ხელესუფლებაში მიმდინარე ცვლილებებზე მსჯელობისას გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება, რომლის შემდეგაც ნათლად გამოჩნდა მიმდინარე ცვლილებების ირგვლივ ძირითადად როგორი ვითარებაა.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ "ჯეონიუსს" განუმარტა, სასმართლოში მიმდინარე  რეფორმების წარმართვაში გადამწყვეტი როლი პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს ენიჭება.

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იმ ორი პრინციპული საკითხის მიმართ, რომელიც შეეხება უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას და კოლეგიის თავმჯდომარეების მოადგილეებისა პალატის თავმჯდომარეების, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევის აკრძალვას, სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია ამ კუთხით სწორედ ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებს", - განმარტა კონსტანტინე  კუბლაშვილმა.

მისი შეფასებით, უზენაესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერება  არასწორია.

კუბლაშვილის განმარტებით, სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელი ცვლილებების საკითხის ფორმირება იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის გადასაწყვეტია. უზენაესი სასამართლოს თვმჯდომარემ იქვე იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს შენიშვნებს გაიზიარებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აღმასრულებელი და  სასამართლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთდ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდის ირგვლივ გამართა.

                                                                                                         მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41