ვანო მერაბიშვილი იუსტიციის შენობაში ამაყად შედის

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 17:19

მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ იუსტიციის ახალი შენობაში, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს საოლქო პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.

 მისი განცხადებით, საქართველოში ახალი მთავრობის მოსვლის სემდეგ არათუ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ შემცირდა 92 ათასით.

"საქართველოში არათუ არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ 92 ათასზე მეტი უმუშევარია. ამიტომ მე ამაყად შევდივარ ჩვენს მიერ აშენებულ იუსტიციის ახალ შენობაში. რა თქმა უნდა, იქ ბევრია ჯერ კიდევ ძველი კადრი, რომლებიც უხერხულ მდგომარეობაში არიან და ძალიან ბევრია ახალი ხელისუფლების ნათესავები და მეგობრები. თუ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ ის დაპირება, რომელიც დადო და თქვა, რომ ვანო მერაბიშვილს მესამედ მოიყვანდა და ამით დააბალანსებს ვალდებულების შეუსრულებლობას, რომელითაც იგი უკვე ცნობილია, კი ბატონო, არ დამეზარება, შევალ და დიდი სიამოვნებით დავათვალეირებ ჩვენს მიერ აშენებეულ ამ მშვენიერ შენობებს, სადაც, სამწუხაროდ, დღევანდელი რეჟიმის ნათესავები და ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები", - განაცხადა მერაბიშვილმა.

საოლქო პროკურატურის შენობასთან ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი, მათ მერაბიშვილი შენობაში ტაშით შეაცილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5