არჩევნების შემდეგ ხალხი დასაქმებას ელოდა, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობს - ვანო მერაბიშვილი

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 17:09

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დაიწყო. როგორც მერაბიშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განაუცხადა, მან თვითონ ისურვა დაკითხულიყო.

"92 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი ამ პროგრამის შეწყვეტით.  რადგან მასობრივად დაკითხეს რიგითი სოციალური აგენტები, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მე დავეკითხე და თავი დაენებებინათ რიგითი სოცაგენტებისთვის, რომლებიც 600 ათას ოჯახში შევიდნენ, აღწერეს და ანკეტები შეადგინეს. არჩევნების შემდეგ ხალხი ელოდებოდა, რომ მათზე სახელმწიფო იზრუნებდა, თუმცა დასაქმებაზე ამ ქვეყანაში არავინ ფიქრობს",- აღნიშნა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი დაკითხვაზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში 16:00 იყო დაბარებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39