სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე რეფორმები მრგვალი მაგიდის ირგვლივ განიხილეს

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 15:18

სასამართლო ხელისუფლების გამოწვევებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმების შესახებ მსჯელობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდის ირგვლივ გაიმართა. სასამართლო სისტებაში მიმდინარე ცვლილების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გააცნო.

მრგვალ მაგიდას იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამაძე, მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, მოსამართლეები და სასამართლოს დარგის მეცნიერები დაესწრნენ.

განსახილველ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების უფლებამოსილების შეწყვეტისა და ე.წ. გადასახლებული მოსამართლების საკითხის განხილვას. იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ერთ-ერთი მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალეობას შეხებოდა. შეხვედრაზე გაიჟღერა საკითხმა, რომ ე.წ. ურჩი მოსამართლეების "დასჯის" მიზნით, მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ მათი რეგიონებში მიმაგრება ხდებოდა.

როგორც მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა მეიშვილმა განმარტა, მოსამართლეთა ასოციაციისთვის მოსამართლეთა მიმართ მათი ნების გარეშე რეგიონებში მიმაგრების შესახებ საჩივრით არ მიუმართავთ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, რომელმაც ასოციაციის შეხედულება და მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით შენიშვნები წარმოადგინა. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიმდინარე ცვლილებების შესახებ შეკითხვები დაესვათ.

                                                                                                      მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46