კატეგორიულად მოვითხოვ მთავრობისგან, შეეშვან კაბინეტებში ჯდომას და ხალხს დაელაპარაკონ - მიხეილ სააკაშვილი

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 16:32

მთავრობა გაღვიძებული უნდა იყოს და განგაში ჰქონდეს ატეხილი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ზუგდიდის საავადმყოფოში სტუმრობისას. პრეზიდენტმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკაში მომუშავე ექიმებმა შეატყობინეს, რომ მათ დეკემბრის თვიდან ხელფასები არ მიუღიათ. "კატეგორიულად მოვითხოვ მთავრობისგან, შეეშვან კაბინეტებში ჯდომას, მარტო, უჰაერო სივრცეში და ხალხს დაელაპარაკონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც კლინიკის ექიმები ამბობენ, სადაზღვევო კომპანია " აისი ჯგუფს" ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელის, რამდენიმე თვის დავალიანება აქვს. ამის გამო, ბოლო ხუთი თვის მომსახურების თანხები არ არის ჩარიცხული. ექიმები განმარტავენ, რომ ხელფასის დავალიანება ამიტომ გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის კლინიკაში, დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61