რუსეთში სამ და მეტ შვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილებენ

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 15:15

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით დავალებები მისცა. საბინაო პოლიტიკისა და  საცხოვრებელი პირობების ხელმისაწვდომობის შესახებ შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. 

პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა,  უზრუნველყოს სავალდებულო რეგისტრაცია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს ალტერნატიული მიწის ფართებით უზრუნველყოფას.  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, პირველ  რიგში, სამ და მეტ შვილიან ოჯახებს შეეხებათ.

გარდა ამისა, დიმიტრი მედვედევს დაევალა საჯარო მოხელეების ანაზღაურების გაუმჯობესება, ასევე გატარდეს ზომები, რათა გამოავლინოს ნიჭიერი ბავშვები და ახალგაზრდები, რათა მოხდეს მათი მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46