ნიკოლოზ არაბულს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 15:04

დეპუტატ სერგო რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ ნიკოლოზ არაბულს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

არაბულის ადვოკატის ნიკოლოზ ბარბაქაძის განცხადებით სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

„ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 2000 ლარის ოდენობით ამის შემდეგ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ გირაოს თანხა შემცირებინა 1000 ლარამდე რაც მოსამართლემ ადაკმაყოფილა“ - განაცხადა ბარბაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ არაბულმა 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის წევრ სერგო რატიანს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45