ანატოლი ისაიკინმა აღიარა სირიის დახმარება

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 14:29

„როსობორონ-ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ანატოლი ისაიკინმა აღიარა, რომ კომპანია აწვდის სირიას „საჰაერო თავდაცვით სისტემებს და სარემონტო ტექნიკას შეიარაღებულ ძალთა სხვადასხვა სახეობისათვის“, თუმცა იქვე დასძინა, რომ „როსობორონექსპორტი“ ამ ქვეყანას არ ამარაგებს საავიაციო ტექნიკით.

ისაიკინმა ისიც აღნიშნა, რომ კომპანიას ჯერ კიდევ დარჩა სირიასთან შეუსრულებელი კონტრაქტები, თუმცა არ დაუზუსტებია ეს ინფორმაცია, საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე.

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის სენატმა აუკრძალა პენტაგონს გარიგებები „როსობორონექსპორტთან“, რასაც იმით ხსნიდა, რომ ეს კომპანია „ასპონსორებს“ აჯანყებულთა ხოცვას, სირიის ხელისუფლებისათვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდებით. უფრო ადრე, ჰილარი კლინტონიც ადანაშაულებდა რუსეთს სირიის არმიისათვის სამხედრო ვერტმფრენების გადაცემაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5