ლუკა კურტანიძე: ფედერაციაში ცვლილებები გაგრძელდება

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 14:27

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს და თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა პრიზიორებს უმასპინძლა და მათ წარმატება მიულოცა.

მოგეხსენებათ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ "იაშარ დოგუს" სახელობის ტურნირზე 3 ოქრო და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათლაში კი მე-3 ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ - ვლადიმერ ხინჩიგაშვილი (60 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ), გიორგი ედიშერაშვილი კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ტურნირის პრიზიორებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბში მომხდარმა ცვლილებებმა გაამართლა და, შესაბამისად, ცვლილებები გაგრძელდება.

"ცვლილებები ფედერაციაში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ამან ძალიან გაამართლა. პირველი ნაბიჯებისთვის სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო დიდი მიღწევაა. რაც ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანია, კარგი რეზერვი გვყავს და მომავალში წარმატებულ სტარტს გავაგრძელებთ. ჩვენ უკვე სერიოზული მზადება უნდა დავიწყოთ ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც თბილისში მარტში გაიმართება. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ტურნირზე უმაღლესი სინჯის მედლებს მოვიპოვებთ და ქართულ საზოგადოებას გავახარებთ.

არ შემიძლია ჟურნალისტებს მადლობა არ გადავუხადო იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ზედმიწევნით აწვდით ინფორმაციას ჭიდობაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ინოვაციები ხდება ფედერაციაში, რომელიც მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

"ჯეონიუსს"  ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილიც ესაუბრა, რომელიც მოჭიდავეების ასპარეზობით კმაყოფილია.

"თურქეთში ბიჭების გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. სამი ოქრო და ერთი ბრინჯაო კარგი შედეგია. მიუხედავად ამისა, იყო პატარ-პატარა შეცდომები დაშვებული, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ, რათა მარტში, გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სრულყოფილად მომზადებულები გამოვიდეთ. აღნიშნული ტურნირი ერთგვარად მოსამზადებელ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. დამერწმუნეთ, თბილისში ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით უკეთ გამოვალთ, რაც მედლების რაოდენობაზეც აისახება.

რაც შეეხება ოლიმპიადიდან ჭიდაობის შესაძლო ამოღებას, ვფიქრობ, რომ ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ და ისეთ ისტორიისა და ტრადიციების მქონე სპორტის სახეობას არ დაკარგავენ, როგორც ჭიდაობაა",- აღნიშნა ნაკრების ახალმა მწვრთნელმა რეზო მინდორაშვილმა.

"ოთხი შეხვედრის ჩატარება მომიწია. ძალიან რთული მეტოქეები შემხვდნენ, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, როცა ოქროს მედლის მფლობელი გავხდი. ეს კარგი დასაწყისია, ვფიქრობ, რომ ბიჭები უფრო მეტს გავაკეთებთ თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე", - თქვა "ჯეონიუსთან" საუბარში მარსაგიშვილმა.

 

 სალომე ბალახაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5