ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერია

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 14:20

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეიტინგის მიხედვით, ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემის მოგების შემდეგ 90 კგ-ში მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

 ქართველმა ძიუდოისტმა ილიას ილიადისსა და ესლი გონსალესს გადაასწრო.

პირველი პოზიციიდან მეორეზე ჩამოქვეითდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. მას 66 კგ-ში ში პარიზის გრან სლემის გამარჯვებულმა დევიდ ლაროსმა გადაასწრო.

ქართველი ძიუდოისტებიდან, საუკეთესო პოზიციებზე არიან ამირან პაპინაშვილი (მე-5 ადგილი, 60კგ), ბეთქილ შუკვანი (მე-7 ადგილი, 60კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (მე-7 ადგილი, 81კგ) და ადამ ოქრუაშვილი (მე-6 ადგილი, +100კგ).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5