ანდრო ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 14:12

შიდა ქართლის გუბერნატორი, ანდრო ბარნოვი რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტში, ამავე ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

 შეხვედრას 30-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებენ რეგიონში, როგორიცაა უფასო იურიდიული მომსახურების, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, უსაფრხოების, სოციოლოგიური კვლევების, ქალთა უფლებების დაცვის, იძულებით ადგილნაცვალი პირების, შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული და ბიზნეს - პროექტები და სხვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი იყო ორგანიზაციების საქმიანობაზე, საქმიანობაში ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

"მიხარია, რომ რეგიონში მოქმედებს ძლიერი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპეტენტური და მოტივირებული ადამიანები არიან ჩართულნი ამ ორგანიზაციების საქმიანობაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობა გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისაკენ, რომ მთლიანად რეგიონში გაუმჯებესდეს მდგომარეობა“, -  აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელიც ნებაყოფლობითი შემოწირულობებით შეივსება და სოლიდარობის განცდას გააღვიძებს ხალხში. შემოწირული თანხა კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმწეოებს და მარტოხელა ადამიანებს მოხმარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი