მსჯავრდებულებს თავართქილაძის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მიეცათ

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 13:28

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოში მყოფ მსჯავრდებულებს მიეცეთ კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება.

თანამშრომლობის საგანს მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და მეთოდით მსჯავრდებული პირებისთვის განათლების მიღების უზუნველყოფა და ხელშეწყობა წარმოადგენს. უნივერსიტეტი სამინისტროს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს სამართლებრივ, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და სხვა სფეროებში, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სასწავლო პრაქტიკული მომზადების კურსი სამინისტროში გაიარონ.

სწავლების კონკრეტულ მიმართულებებს, ფორმებსა და მეთოდებს მხარეები შეთანხმების გზით განსაზღვრავენ. უპირატესობა დისტანციური სწავლების მეთოდს ენიჭება.

არსებული შეთანხმების ფარგლებში უნივერსიტეტი სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებთან იურიდიულ კლინიკებს ქმნის.

სამინისტრო იღებს ვალდებულებას შექმნას ყველა აუცილებელი პირობა მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების განსახორციელებლად, კერძოდ, სამინისტრო უზრუნველჰყოფს სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზებას, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში ფაკულტეტის პროფესორთა გასვლითი ლექციების ჩატარებას, ასევე სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობის შემთხვევაში დისტანციურ სწავლებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39