შშმპ და მათი ადვოკატები მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 12:48

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, 15:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ადვოკატები მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ისაუბრებენ და ჟურნალისტებს უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს გააცნობენ.

კერძოდ, სამშაბათს, 12 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა სახლის და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კობა ნადირაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითიც უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომელშიც „ადამიანის უფლებათა სახლი“ შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა.

ღონისძიება ტარდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში, "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.

მისამართი: ჭოველიძის ქ. 10.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44