შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 12:45

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ზუგდიდში მრავალპროფილურ საავადმყოფო "რესპუბლიკა"-ში დაჭრილი პოლიციელი, ლეიტენანტი დათო ქვარაია მოინახულა. მინისტრმა მას სამახსოვროდ "გლოკ"–ის ტიპის პისტოლეტი გადასცა. ღარიბაშვილის განცხადებით, ქვარაია ღირსეული პოლიციელია.

 "დათო არის სამაგალითო პოლიციელი. ასე უნდა იქცეოდეს პოლიციელი. მან სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ 3-4 ახალგაზრდა ხმამაღლა საუბრობდა. მივიდა ვითარების გასარკვევად, არ დარეკა და არ გამოიძახა ჯგუფი, მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ და ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მოხდა ის, რაც ვნახეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დათო ქვარაია ზუგდიდის ბულვარში, 12 თებერვალს, მოქალაქე ნექტარ ბ-მ დაჭრა. მას შემავალი ჭრილობა ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5