იანვრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.8%-ით შემცირდა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 12:33

2013 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 347 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.3% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.7% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზ ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.765 დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. იანვარში კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (20.8%-ით), ისე წინა თვესთან (2.2%-ით) შედარებით. მსგავსი კლება სეზონური ხასიათისაა - იანვრის თვე ბიზნესის რეგისტრაციის ასპექტით გამოირჩევა მინიმალური აქტიურობით.

2013 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 21.8%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 18.1%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებით: იანვრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 1.6%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.8%-ით შემცირდა.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.758 და 0.976 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. იანვრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 824 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.5%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა ზოგადოების (1 389 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.5%) სახით. როგორც ჩანს,

ბიზნეს სუბიექტთა 96.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 124 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 2  სააქციო საზოგადოება და 1 კოოპერატივი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46