ირაკლი ალასანია ქუთაისის მე-3 და სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზებს ესტუმრა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 11:23

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დღეს  ქუთაისის მე - 3 ქვეითი ბრიგადისა და სენაკის მე - 2 ქვეითი ბრიგადის ბაზებს ესტუმრა. ირაკლი ალასანია ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.

"ეს თანხები არ იყო გამჭვირვალედ დახარჯული და არ არსებობდა არანაირი კონტროლის მექანიზმი. ამის გამო, ის დიდი თანხები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაზე დაიხარჯა, პრაქტიკულად 5 ნახევარ მილიარდზე მეტი აღმოჩნდა, რომ რეალურად არ მოხმარდა ჯარს და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ამის გამოსწორებას ერთი დღე არ ეყოფა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურის შეცვლის და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის გრძელვადიანი გეგმა. რაც კარგი გაკეთდა გასულ პერიოდში, იმას შევინ4არჩუნებთ და ამისთვის მადლობას ვეტყვით ყველას", - განაცხადა ალასანიამ.

მისი დავალებით, არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნა. სამუშაო ჯგუფმა უკვე შეისწავლა სამხედრო ნაწილებში არსებული პრობლემები და ჯარისკაცებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად, რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46