გურამ დონაძე დაიკითხა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 01:10

პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გურამ დონაძის დაკითხვა დასრულდა. მისი განცხადებით, მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში მზად არის სასამართლოსთან იდაოს.

"არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ დედამიწის აფეთქებაც დამაბრალონ. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ყველა ადამიანს ახალ-ახალი ბრალდებების შეთხზვაზე. მტკიცებულებაც წარმოადგინონ და ვიდაოთ სასამართლოში", - განაცხადა გურამ დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ, განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც გურამ დონაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს, იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 9 თებერვალს, 25 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46