პოლიციელის დაჭრის ფაქტი გაიხსნა

ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 - 01:01

ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ დათო ქვარაიას

ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ნექტარ ბ-მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51