საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 21:12

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.  შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსა და ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა იყო.

 კერძოდ, საუბარი შეეხო ასოცირებული წევრობის შეთანხმებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხს. მხარეებმა შიდაპოლიტიკურ მოვლენებსა და კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზეც ისაუბრეს.

ევროკომისარმა ყურადღება ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს სამიტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის ფონზე. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ კოჰაბიტაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველო რეფორმების გზას კვლავაც გააგრძელებს.

შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და შტეფან ფულემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში თბილისს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში ეწვია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41