ქართული ამბები ნბა-დან: შენგელია დაბრუნდა, ფაჩულია ორმაგს მიუახლოვდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 18:10

სასიამოვნო ამბები ოკეანგაღმიდან: თორნიკე შენგელია განაცხადში დაბრუნდა, ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა და თან ორივე "ქართულმა" გუნდმა გასვლაზე მოიგო.

თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმის გამო განაცხადს მიღმა 5 მატჩი გაატარა და დღეს, გამთენიისას, ინდიანაში გამართული შეხვედრის ოქმში ვიხილეთ, თუმცა მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე ახალგაზრდა ქართველი მოედანზე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე უფრო ისაა მნიშვნელოვანი, რომ ტრავმის შემდეგ შენგელია მწყობრში ჩადგა და სათამაშოდ მზადაა.

ბრუკლინელებმა კი აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ნბა-ს აღმოჩენა "ინდიანა" სტუმრად, დამატებით დროში - 89:84 დაამარცხეს. მთელი 34 წუთი ათამაშეს შენგელიას კბილა და ქართველთან ერთად განვითარების ლიგაში მყოფი ტაიშონ ტეილორი, რომელმაც 12 ქულით გვარიანი სამსახური გაუწია ბრუკლინელებს, ხოლო კიდევ ერთი დებიუტანტი, თუმც უფრო მეტად გამოცდილი მირზა ტელეტოვიჩი მოედანზე 5 წუთით და სრულიად უსარგებლოდ გამოჩნდა.

არანაკლებ ძლიერი მეტოქე მისსავე ბუნაგში დაამარცხა "ატლანტამაც". ზაზა ფაჩულიას გუნდმა 2 წლის წინანდელი ჩემპიონი დალასში 105:101 განგმირა. მიუხედავად დროის სიმცირისა, ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. 16 წუთში ფაჩულიამ 8 ქულა და 10 მოხსნა დააკლდა. ერთი ორქულიანით მეტი რომ ჩაეგდო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ორმაგ დუბლს შეასრულებდა. არადა, ზაზამ 7 ორიანი ესროლა და მხოლოდ 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4 ცდიდან 2 მიითვალა. ქულა-მოხსნებთან ერთად ფაჩულიას ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაც დაგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ატლანტელებს 28 მოგება და 22 მარცხი აქვთ, რაც აღმოსავლეთში მე-6 ადგილის ტოლფასია. ბრუკლინელები კი 30 მოგება-28 წაგებით მე-5-ზე არიან. თამაშების მომდევნო დღე ორივე გუნდისთვის 13 თებერვალსაა: "ატლანტა" ორლანდოში ითამაშებს, "ბრუკლინი" კი "დენვერს" მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51