ჭიდაობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 20:22

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ძალზედ გაუგებარი გადაწყვეტილება და რეკომენდაციით გამოდის. მათი სურვილია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების პროგრამიდან ამოღებულ იქნას ჭიდაობის სახეობები.

"საბჭოში შემავალი 14 ადამიანი ამ საკითხზე ხანგრძლივი დროის მანძილზე კამათობდნენ და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაც ადვილი არ ყოფილა, საბოლოოდ კი ყველაფერი ფარულმა კენჭისყრამ გადაწყვიტა ",-ამბობს სოკ-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მარკ ადამსი.

შეგახსენებთ, რომ ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილებოდა ოლიმპიადის პროგრამიდან ბადმინტონის, მაგიდის ჩოგბურთის, ტაეკვანდოსა და თანამედროვე ხუთჭიდის ამოღება, თუმცა ამჯერად მათ საფრთხე არ ემუქრება და რატომღაც მძიმე ვერდიქტი ჭიდაობას ხვდა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია განვითარებული და პოპულარული.

ჭიდაობა შესაძლოა ოლიმპიადის მიღმა დარჩეს და მისი ადგილი კი გორგოლაჭებით სირბილმა, უშუმ, სოფტბოლი/ბეისბოლმა, სკვოშმა, კარატემ, სპორტულმა მეკლდეურობამ ან წყლის დაფებზე სრიალმა დაიკავოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას სექტმბერში ბუენოს აირესში დაგეგმილ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41