სასჯელაღსრულების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 18:13

არასრულწლოვან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთნ დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სასჯელაღსრულების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიuლ დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა საზოგადოებას  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლების მიმართ წარმოებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგები წარუდგინა.

სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე შესული წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 8 აგვისტოს ავჭალის არასრულწლოვანთა #11 დაწესებულებაში მომხდარი ბუნტის გამოძიებისას დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ არამიზნობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. კერძოდ, ადილი ჰქონდა არასრულწლოვანთა წამებას.  

გამიძიების შედეგად დადგინდა, რომ  2010 -2012 წლებში გიორგი ხუხიას, რამაზ კაკუშაძის, თამაზ ჯაჭვაძისა და დიმიტრი ხარაბაძის მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ყველა მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა უმკაცრესი ზომა და  დაწესებულებათა თანამრორომლები გათავისუფლდნენ სამსახურიდან.

გამოძიების შედეგები გადაეცა საქართველოს პროკურატურას. საქმეზე მიმდინარე სამსახურეობრივი შემოწმება დახურულად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45