ალექსი პეტრიაშვილმა 20 მილიონი ევროს დახმარების საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 17:22

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, როგორც ევროკავშირის დახმარებათა ეროვნულმა კოორდინატორმა, საქართველოს მთავრობის სახელით და ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ თბილისში ხელი მოაწერეს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატური პროგრამის

2012 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის („საქართველოში ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტების განხორციელება“) საფინანსო შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.საფინანსო შეთანხმებით განსაზღვრული 20 მილიონი ევრო მოხმარდება საქართველოს სახელმწიფო უწყებებში დაგეგმილი ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების დაფინანსებასა და ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის (CIB) განხორციელებას. საფინანსო შეთანხმება ითვალისწინებს იმ სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45