თენგიზ შერგელაშვილი დღეს გურიაში იმყოფებოდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 17:24

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს განაგრძობს. სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს გურიაში იმყოფებოდნენ. სამუშაო შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, UNDP-სა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტები და მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზეც, რომელთა შესრულებაც, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. კერძოდ, საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მუნიციპალური დაგეგმვის შესაძლებლობის განვითარებისათვის მინიმალურ სტანდარტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემის შემუშავებასთან.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგი საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე საქართველოს მთვარობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა) ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე, სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენებები იმ ძირითადი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადების პროცესთან, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და საჯაროობას.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61