მინისტრები შვედური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 17:16

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი კახი კალაძე შვედური ორგანიზაციების MFA და SIDA - ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული ორგანიზაციები საქართველოსთან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობენ.

ამჯერად გამართულ შეხვედრაზე სწორედ საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს შორის სამომავლო თანამშრომლობის სფეროებსა და პერსპექტივებზე შეჩერდა ყურადღება.

შეხევდრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება დეცენტრალიზაციის საკითხებზე, დეცენტრალიზაციის პროცესში შვედური ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, მყარი ნარჩენების მართვის პოლიტიკასა და აღნიშნულ სფეროში შვედეთთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა და იმედი, რომ შვედეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის სამეფოს მთავრობა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით (SIDA), 2006 წლიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობისა და ნარჩენების ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი