ამერიკელი მომღერალი თინა ტერნერი შვეიცარიის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 16:34

ამერიკელი მომღერალი თინა ტერნერი შვეიცარიის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება. შვეიცარული გამოცემა Zurichsee - Zeitung-ის ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელ პროცედურებს გადის.გამოცემის ინფორმაციით, 73 წლის ტერნერმა პატარა ქალაქის, კიუსნახტის მოქალაქეობა გააფორმა, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს. ახლა ჯერი შვეიცარიის ფედერალურ მთავრობაზეა, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს ამერიკელი მომღერლის სურვილი და მას კონფედერაციის მოქალაქეობა მიანიჭოს. მომღერლის წარმომადგენლის, კარინ რომბერგის განცხადებით, ტერნერი, რომელიც დაახლოებით 20 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს, დიდ პატივს სცემს ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმის გამო, რომ მათ პირად ცხოვრებაში ჩარევა არ ახასიათებთ. როგორც რომბერგმა შვეიცარულ გაზეთ Blick - თან საუბარში აღნიშნა, შვეიცარული პასპორტის მიღებასთან ერთად ტერნერი აშშ - ს მოქალაქეობას დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41