ალექსი პეტრიაშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 16:04

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება 2013 წლის შემოდგომაზე ვილნიუსში დაგეგემილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესს დაუთმო . აღსანიშნავია, რომ სამიტის ჩატარების დროისათვის საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით მოლაპარაკებებისა და   სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი ეტაპის დასრულებას გეგმავს .

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობენ ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარი სიმ კალასი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და პარტნიორი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები, აგრეთვე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46