სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების #11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება გახსნა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 15:58

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება გახსნეს. #11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება 2012 წლის აგვისტოში მომხდარი ე.წ. „ბუნტის“ დროს დაზიანდა, რის გამოც არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელის სრულად მოსახდელად სხვადასხვა დაწესებულებებში განათავსეს. შემდგომში დაიწყო დაწესებულების რეაბილიტაცია, შენობა მთლიანად გარემონტდა და თანამდეროვედ აღიჭურვა, მოეწყო სპორტული დარბაზი და განახლდა სასწავლო, საძინებელი და სამზარეულო ოთახები. ასევე გამოიყო ოთახები გრძელვადიანი პაემნებისთვის, სადაც მსჯავრდებულები ოჯახის წევრებსთან ერთად 48 საათის განმავლობაში დარჩებიან.

დაწესებულებაში განთავსების ლიმიტი 160 მსჯავრდებულია, ამჟამად გადაწყანილია 48 არასრულწლოვანი, უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 60-მდე გაიზრდება.სამომავლოდ იგეგმება დაწესებულების მიმდებარე 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის ათვისება ახალი სკოლის ასაშენებლად, სადაც მსჯავრდებულები შეძლებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას.

დაწესებულების გახსნას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46