დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს ჯუგნა შაჰს შეხვდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 15:54

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტს ქალბატონ ჯუგნა შაჰს შეხვდა. მისი ვიზიტის მიზანია, შემუშავდეს დეტალური სამოქმედო გეგმა საქართველოში DRG-ის (დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების) დანერგვის კუთხით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე აქტიურად დაიწყო მუშაობა ქვეყანაში ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვის უზრუნველყოფისთვის დაფინანსებისა და შესყიდვის თანამედროვე მექანიზმების შემუშავებისთვის. ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, რომლის დანერგვასაც 2013-2014 წლების განმავლობაში სამინისტრო წარმართვას, არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მიდგომა დაავადებებთან დაკავშირებული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსება. ეს მეთოდი ხელს უწყობს სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას, სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი რესურსების ეფექტურ ხარჯვასა და ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ DRG-ის მეთოდის დაფინანსება უზრუნველყოფს არსებული ფინანსური რესურსების სამართლიან გადანაწილებას ჰოსპიტლებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის საქართველოში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ისე პაციენტებისათვის მათ საჭიროებებზე ორიენტირებული და ხარჯთ-ეფექტური სერვისების მიწოდებისთვის.

გარდამავალ ეტაპზე კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი აფასებს სამინისტროში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოში დღეისათვის დაუზღვეველი 2 მილიონზე მეტი მოსახლეობის მინიმალური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველსაყოფად, რომელიც თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.72
  • 1.45