ზაზა გაბუნია მერიის ფინანსური მაქინაციის შესახებ საუბრობს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 15:22

ფრაქცია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ " თბილქალაქგანათების" ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ამირან ქურცუასთან ერთად "მაესტროს პრეს - კლუბში" პრეს - კონფერენცია გამართა, სადაც გიგი უგულავას ფინანსურ მაქინაციზე ისაუბრა. გაბუნიას განცხადებით, სახეზეა "თბილსერვისჯგუფში" განხორციელებული ფინანსური მაქინაციური სქემის ანალოგი, რომლის ამოცანა ხელოვნურად გაზრდილი შტაბების საშუალებით , მილიონობით ლარის აკუმულირება იყო. "გათავისუფლებული იქნა ძველი კვალიფიციური კადრები და მათ ადგილზე დაინიშნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომელთათვისაც საგანგებოდ შეიქმნა დამატებითი 100 სხვადასხვა შტატი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასაქმებული ადამიანები "სინათლის ქალაქში" არავითარ სამუშაოს არ ასრულებდნენ და მათი ძირითადი სამუშაო პარტიული დავალებების შესრულება იყო" - განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, 2010 წელს, ფორმალურად ჩატარებული ტენდერის შედეგად, თბილისის გარე - განათების ქსელის ექსპლოატაცია - მოვლისთვის შპს "სინათლის ქალაქს" გაამარჯვებინეს, რომელიც საკადრო თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობის წევრებითა და აქტივისტებით დაკომპლექტდა და მისი წინამორბედი კომპანიის "თბილქალაქგანათების" ქონება და ფუნქცია. გაბუნია გარიგებით ჩატარებული აღნიშნული ტენდერის გამოძიებას ითხოვს. ზაზა გაბუნიას მიერ ჟურნალისტებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ ყოფილი სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი და სხვა პირები, რომლებიც ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას იღებდნენ. "რამდენად არის ჩემ მიერ მოყვანილი ფაქტები დანაშაული და კანონის გადაცდომა, ამის შეფასებას საგამოძიებო ორგანოები გააკეთებენ"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ. გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ჩატარდება და მის მიერ მოყვანილ ფაქტებს შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39