გურამ დონაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 15:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასმსახურის ყოფილის უფროსი გურამ დონაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც დონაძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მისი ჩვენება დღეს სრულყოფილი ვერ იქნება, რადგანაც საქმის მასალებს ბოლომდე არ იცნობს და ამ დრომდე იმ მასალების მოძიების პროცესშია, რომელიც ბუტა რობაქიძის გარდაცვალების საქმესთანაა კავშირში.

"დღეს, სავარაუდოდ, ჩემი მხრიდან ჩვენება სრულყოფილი არ იქნება რადგან ჯერ კიდევ მოძიების პროცესში ვარ იმ მასალების, რომელიც ამ საქმესთან არის კავშირში", - განაცხადა დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ, განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. მას შემდეგ, რაც გურამ დონაძე საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავეს, იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 9 თებერვალს, 25 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59