თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პრესკონფერენციას მართავს

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 15:07

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლებთან ერთად ოთხშაბათს, 13 თებერვალს, 15:00 საათზე,პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი ადვოკატები მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ისაუბრებენ და ჟურნალისტებს უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს გააცნობენ. კერძოდ, სამშაბათს, 12 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა სახლის და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქის „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კობა ნადირაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა, რითიც უარი გვეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომელშიც „ადამიანის უფლებათა სახლი“ შშმ პირებისთვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა.

ღონისძიება ტარდება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის, “უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში, "'სასამართლო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მეშვეობით.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39