განათლების სამინისტროში ღია კარის დღე გამოცხადდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:44

საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები განათლების სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. 12 თებერვალს გამართულ ღია კარის დღეზე ის პედაგოგები იყვნენ მოწვეულნი, რომელთა განცხადებების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა.

კომისიის სახელზე ამ ეტაპზე 830 მიმართვა დაფიქსირდა, აქედან 440 განცხადების პირველადი განხილვა კომისიამ უკვე განახორციელა და მიმართვის ავტორს საპასუხო წერილი გაუგზავნა. 2013 წლის 8 თებერვლის მონაცემებით, ხარვეზის შევსებაზე 52 მიმართვაა შემოსული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია (მინისტრის ბრძანება №1375) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და სახალხო დამცველის თანამონაწილეობით, 2012 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. კომისია ინტესიურ რეჟიმში მუშაობს, ყოველკვირეულად სამუშაო შეხვედრებს მართავს, განცხადებებს განიხილავს და მიმართვის ავტორებისთვის ღია კარის დღეებს აწყობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5