"მიხეილ სააკაშვილისა და დავით უსუფაშვილის გუშინდელი შეხვედრა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა" - დავით ლილუაშვილი

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:42

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრას აფასებს: "პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და დე ფაქტო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრა, სააკაშვილის რიტორიკიდანვე გამომდინარე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. სააკაშვილის განცხადებებში კვლავ იყო იმპერატიული ტონი და ის ასევე საუბრობდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე კვლავ სიძულვილის ენით. საქართველოს მოსახლეობას, ანუ ის ამომრჩევლებს, რომლებმაც 2012 წლის 1 ოქტომბერს მხარი არ დაუჭირეს ქვეყანაში ავტორიტარიზმის გაგრძელებას და პირიქით, კოალიცია "ქართული ოცნების" სახით ხმა მიცეს დემოკრატიას, მართებთ ბოლომდე დაიცვან თავის ისტორიული არჩევანი. მნიშვნელოვანია ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესს სერიოზული მონიტორინგი გაუწიონ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ადეკვატურად შეაფასონ მოსალოდნელი პრობლემები თუ საფრთხეები " - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58