ატომური აფეთქება ჩრდლოეთ კორეაში

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:43

ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს ოფიციალური განცხადება გააკეთა ბირთვული გამოცდის შესახებ, იტყობიანება ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო - KCNA.ფხენიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხდება მინიატურული ატომური მოწყობილობის გამოცდა.

მანამდე იაპონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა კორეის ჩრდილო - დასავლეთ ტერიტორიაზე  5 ბალიანი მიწისძვრა დააფიქსირა. შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად იაპონიაში ჩამოყალიბდა ესპერტთა ჯგუფი. სპეციალური საფრენი აპარატებით მთელი ქვეყნის მასშტაბით რადიაციის დონის მუდმივი კოტროლი მიმდინარეობს. სამხრეთ კორეაც, ასევე, იუწყება ფხენიანის მიერ ატომური მოწყობილობის გამოცდის შესახებ. ამჟამად სეულში მიმდინარეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა პრეზიდენტთან. სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა და აშშ - ს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.

ჩრდილოეთ კორეაში აფეთქებული ატომური იარაღის ძალა დახლოებით 7 კილოტონით შეფასდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46