დავით დარახველიძე თბილისის ზღვაზე დევნილებს შეხვდა

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:39

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „ოქროს საწმისსა“ და „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.

დევნილებმა მინისტრს და მოადგილეს ის პრობლემები გააცნეს, რაც წლების მანძილზე აწუხებთ და დახმარების იმედი გამოთქვეს.მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დევნილთა სამინისტრომ „თელასს“ შენობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის წერილი უკვე გაუგზავნა.„აქ მაცხოვრებელ დევნილებს უამრავი პრობლემა აქვთ. თბილისის ზღვის დასახლებაში 3 000-მდე დევნილი ცხოვრობს და ყველას აქვს გათბობის პრობლემა, სახურავიდან ჩამოდის წყალი, მოხსნილი აქვთ შეღავათები ელექტროენერგიაზე და ეს თემა გადასახედია. დევნილებს ასევე აინტერესებთ რა იქნება სამომავლოდ. ვისაუბრეთ გულწრფელად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ მათი პრობლემები მაქსიმალურად მოვაგვაროთ“ - აღნიშნა დავით დარახველიძემ.

დავით დარახველიძე დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. მინისტრი დევნილებს ხვდება როგორც კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, ისე სამინისტროში - მიღების დღეებზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46