სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის შსს მინისტრი ელჩებს დამუშავებულ კადრებს აჩვენებს - ნიკა მელია

სამშაბათი, 12 თებერვალი, 2013 - 14:31

ძველი თბილისის გამგებელის, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ ელჩებს კონტექსტიდან ამოჭრილი კადრები აჩვენა და დიპლომატიურ კორპუსს მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ძველი თბილისის გამგებელი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ის იმ პერიოდში იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები დაყადაღდა და "ქართუ ჯგუფს" ფინანსური პრობლემები შეექმნა.

„სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის შსს მინისტრი ელჩებს დამუშავებულ კადრებს აჩვენებს. ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ჩემს მიმართ პირადი შურისძიება ამოძრავებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ღარიბაშვილის დავალებით შეცვალა კვანტრიშვილმა პირველი ჩვენება. საქმე ეხება პირად წყენას: "სწორედ იმ დროს, როდესაც მე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ვხელმძღვანელობდი, „ქართუ ჯგუფისა" და მთლიანად ივანიშვილის ქონების დაყადაღდა",- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39